ტიკარაძე 29 წლის კოვიდინფიცირებულის გარდაცვალებაზე – პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანის დროს საკმაოდ მძიმე იყო

ეკატერინე ტიკარაძე 29 წლის კოვიდინფიცირებულის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისი მდგომარეობა კლინიკაში შეყვანის დროს საკმაოდ მძიმე იყო. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.

​მინისტრმა ლეტალობის სტატისტიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ასაკობრივ სპექტრთან მიმართებაში სტატისტიკას ყოველდღიურ რეჟიმში აკვირდებიან.

„ასაკობრივ სპექტრთან მიმართებაში სტატისტიკა არის და მასზე ყოველდღიურ რეჟიმში დაკვირვება მიმდინარეობს. 80 წელზე ზევით მოქალაქეების გვაქვს 5-პროცენტიანი ლეტალობის მაჩვენებელი, 70-80 წლამდე ეს მაჩვენებელი 2, 5-პროცენტია. ახალგაზრდების სტატისტიკის მაჩვენებელი არის 0,5-0,7, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყოველი ლეტალობის შემთხვევა ძალიან მტკივნეულია. დღევანდელი 2 შემთხვევიდან, ერთ შემთხვევაზე უკვე მაქვს ინფორმაცია, რომელიც 29 მოქალაქეს ეხება. ეს ადამიანი 5 დეკემბერს შევიდა სტაციონარში, თუმცა ექიმები ამბობენ, რომ სტაციონარში მოთავსების მომენტში მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო. 8 დღის განმავლობაში ექიმები პაციენტის გადარჩენას ცდილობდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, სასიკეთო შედეგით ეს ვერ დამთავრდა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

გუშინ რუსთავში კორონავირუსით 29 წლის კაცი გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიზურა ჯაფარიძე 26 დეკემბერს ახალ „გირჩს“ დააფუძნებს
შემდეგი სტატიაგომელაური – ესებუას ძმის დაკავებაზე გამოძიება მიმდინარეობს და ღიად ვერ ვსაუბრობთ