გომელაური: არა ვინმესთვის, არამედ ქვეყნისთვის არის ცუდი, როცა ოპოზიცია არ არის წარმოდგენილი პარლამენტში

საქართველოს შინაგან საქმეთ მინისტრობის კანდიდატის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, არა ვინმესთვის, არამედ ქვეყნისთვის არის ცუდი, როცა ოპოზიცია არ არის წარმოდგენილი პარლამენტში.

გომელაურის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა, რომლებსაც ამომრჩევლებმა ხმა მისცეს, პარლამენტში უნდა იმუშაონ და საკუთარი ამომრჩევლის დაკვეთა შეასრულონ.

„ჩემი აზრით, პირველ რიგში ქვეყნისთვის არის ძალიან ცუდი, არა გომელაურის, ან ვინმე სხვისი დისკომფორტი, ეს მეათე ხარისხოვანია. კომფორტულად ვიჯექი შიგნით, თუ დისკომფორტს ვგრძობდი, ეს სხვა თემაა. ქვეყნისთვის არის ძალიან ცუდი და ამ ხალხმა კეთილი უნდა ინებოს, ხმა რომ მისცა მოსახლეობამ (ჩვენი გუნდი, ყველა პატივს სცემს იმ ადამიანებს, ვინც ხმა მისცა ოპოზიციას), უნდა მობრძანდნენ, დაიკავონ თავისი სკამები, იმუშაონ და გააკეთონ ის, რაც მათმა ამომრჩეველმა დაავალათ“, – განუცხადა გომელაურმა პარლამენტში ჟურნალისტებს.

banner
წინა სტატიაშიჰანს კლუგე გიორგი გახარიას კორონავირუსის პანდემიაზე რეაგირებასა და საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის პროცესში ლიდერობისთვის მადლობას უხდის
შემდეგი სტატიავახტანგ გომელაური – ბადრი ესებუას დაკავება ჩვენთვის ღირსების საკითხია, მის დასაკავებლად ყველაფერს ვაკეთებთ და აუცილებლად დავაკავებთ