ჰანს კლუგე გიორგი გახარიას კორონავირუსის პანდემიაზე რეაგირებასა და საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის პროცესში ლიდერობისთვის მადლობას უხდის

ჰანს კლუგე გიორგი გახარიას კორონავირუსის პანდემიაზე რეაგირებასა და საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის პროცესში ლიდერობისთვის მადლობას უხდის

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი ჰანს კლუგე საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას კორონავირუსის პანდემიაზე რეაგირებასა და საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმაში ლიდერობისთვის მადლობას უხდის, – ამის შესახებ ჰანს კლუგე სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი საქართველოს მთავრობის მეთაურის „ტვიტს“ ეხმაურება და პატივისცემას გამოხატავს ჯანდაცვის სისტემის წინა ხაზზე მებრძოლი ყველა მედიკოსის მიმართ.
„ბატონო გიორგი, მადლობას მოგახსენებთ ახალი კორონავირუსით გამოწვეულ პანდემიაზე რეაგირებისა და საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის რეფორმის ხელმძღვანელობისთვის. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის სამსახური ქართველი ხალხის გვერდით დგას კეთილდღეობისა და ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად. პატივისცემას გამოვხატავ ჯანდაცვის სისტემის წინა ხაზზე მებრძოლი ყველა მედიკოსისადმი”,- წერს ჰანს კლუგე „ტვიტერში“.

banner
წინა სტატიაშისაოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული მირიან თაზიაშვილი გაათავისუფლეს
შემდეგი სტატიაგომელაური: არა ვინმესთვის, არამედ ქვეყნისთვის არის ცუდი, როცა ოპოზიცია არ არის წარმოდგენილი პარლამენტში