გოგი წულაია ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პატრულმა დააკავა

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარე გოგი წულაია ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პატრულმა დააკავა.

მას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ადმინისტრაციული პატიმრობა ან ჯარიმა ემუქრება.

ქუთაისის მერიის წინ ბრიფინგის მიმდინარეობის დროს პატრულის თანამშრომელმა გოგი წულაიას პირადობის მოწმობა მოსთხოვა, რაზეც პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარემ უპასუხა, რომ მანქანაში ჰქონდა.

ამასთან, საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა წულაიას განუმარტა, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს პროტესტის უფლება არ ჰქონდა. ამის შემდეგ წულაიამ სამართალდამცველებს მიმართა სიტყვებით – „დედას გიტირებთ“.

დღევანდელ ბრიფინგზე პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარე სავალუტო ჯიხურების დროებით დახურვას აპროტესტებდა.

ქვეყნის მასშტაბით ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა დროებით, კორონავირუსთან დაკავშირებით გამოცხადებული საყოველთაო კარანტინის გამო შეჩერდა.

banner
წინა სტატიაშიმთავრობამ აღიარა სწრაფი ტესტების საჭიროება – ზურაბ ჭიაბერაშვილი
შემდეგი სტატიავახტანგ გომელაური – საგანგებო მდგომარეობის პირობების დარღვევისთვის 350-მდე ადამიანი და 14-მდე საწარმო დაჯარიმდა