მთავრობამ აღიარა სწრაფი ტესტების საჭიროება – ზურაბ ჭიაბერაშვილი

“ვუსმინე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ქალბატონი თამარ გაბუნიას ძალიანსაყურადღებო ბრიფინგს. შემოგთავაზებთ ჩემს შეფასებას:

1. დადებითი ნაწილი

– მთავრობამ აღიარა სწრაფი ტესტების საჭიროება

– სწრაფი ტესტების მარაგი გვქონია ასე:
* PCR-ტესტები (რასაც ლუგარი იყენებს)
* ანტისხეულებზე დაფუძნებული – 4000
* ანტიგენზე დაფუძნებული – 2000 ანალიზატორით, რომელიც კლინიკებში ვერ გაკეთდება. ველოდებით დამატებით 2000-ს ანალიზატორის გარეშე, რომელიც განაწილდება კლინიკებშიდა იქვე გაკეთდება

– “ცხელების კლინიკების” შექმნა – ძალიან საჭიროა, ძალიან!!!

– ნაწილობრივ უკან დახევა COVI-19-ის მკურნალობის პროტოკოლზე (ჩემი აზრით, მეტადაცდაიხევენ, როგორც ეს სწრაფ ტესტებზე მოხდა, უბრალოდ, ერთბაშად ვერ აღიარებენ, რომმინიმუმ 23 მარტიდან მოყოლებული, როცა იყო მარნეულის შემთხვევა, პროტოკოლის შეცვლადააგვიანეს)

2. პრობლემური ნაწილი

– ანტისხეულებზე დაფუძნებული 4000 და ანტიგენზე დაფუძნებული 2000 (თუნდაც დამატებითი2000 მალე იყოს) სწრაფი ტესტი ცოტაა. მაგალითად, გამოთვალეთ, თუნდაც მხოლოდ”ცხელების კლინიკებში” რამდენი ექიმი და ექთანია და რამდენ ხანს ეყოფა 4000 სისხლისსწრაფი ტესტი ამ ხალხს, რომ ყოველდღე შემოწმდეს მათი მდგომარეობა. აღარაფერს ვამბობ, თუ სხვა რისკ-ჯგუფებიც უნდა ვტესტოთ რეგულარულად

– გაუგებარია, რატომ იწყება “ცხელების კლინიკების” მოწყობა დღეს და რატომ გვესმისფრაზები “აღჭურვილი იქნება”, “ჩაუტარდება ტრენინგი”, “ხვალ-ზეგ დასრულდება კლინიკებისიდენტიფიცირება რაიონებში”. მარტივი კითხვა: აქამდე რა ხდებოდა?

– მარნეულის შემდეგ გვქონდა მინიმუმ თერჯოლა. ჩვენ არ ვიცით, რამდენი “მარნეული” მოხდაძველი პროტოკოლის გამო ანუ რამდენი სიმპტომიანი პაციენტი გაბრუნდა საავადმყოფოდანუკან ტესტის გარეშე და რამდენი იყო რეალურად ინფიცირებული, რომელიც შეიძება დღესაცავრცელებდეს ვირუსს.

– არ დავეთანხმები ქალბატონ თამარს, რომ შეიძლება ყველა საავადმყოფოს არ სჭირდებოდესექიმის და ექთნის დამცავი სრული ეკიპირება ყველა პერსონალზე და რეგულარულად. როცაგვაქვს შიდა გავრცელება, ეს აუცილებელია!

3. პროგნოზი

– ჩემი აზრით, თუ სოციალურ დისტანცირებას დავიცავთ და ეკონომიკურად გავუძლებთ, ციცაბოპიკი არ გვექნება, რაც ძალიან კარგი იქნება. ამის ალბათობა მაღალია.

– თუ ახალი “მარნეულები” და “თერჯოლები” არ გვაქვს (სამწუხაროდ, არ ვიცით), არაციცაბოპიკიც სულ უფრო იქით და იქით გადაიწევს და თან სულ უფრო მეტად იქნება ისეთი რიცხვისდაბლა, რომელიც არ გადატვირთავს ჩვენს ჰოსპიტალურ სექტორს და, განსაკუთრთრებით, რეანიმაციულ საწოლებს.

ყველაზე კარგი სცენარისთვის მზადებაც კი უნდა შეიცავდეს შემდეგ აუცლებელ და/ანდამზღვევ ღონისძიებებს:

– საწოლფონდის ზრდას
– სასუნთქი აპარატების ზრდას
– რაც მთავარია, მედპერსონალის 24/7-ზე ტრენინგს შემდეგ სფეროებში:
* რეანიმაცია ყველგან
* “ცხელების კლინიკების” მედპერსონალი
* ნემისმიერი კლინიკა, თუ როგორ მართოს საეჭვო სიმპტომების პაციენტი, თუ პაციენტმა არც112-ზე დარეკა, არც “ცხელების კლინიკას” მიაკითხა და პირდაპირ არა-COVID-19-ისთვისგამოყოფილ კლინიკაში მივიდა – წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი

banner
წინა სტატიაშიამერიკის საელჩო სასწრაფო დახმარების სამედიცინო პერსონალს მადლობას უხდის
შემდეგი სტატიაგოგი წულაია ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პატრულმა დააკავა