ვახტანგ გომელაური – საგანგებო მდგომარეობის პირობების დარღვევისთვის 350-მდე ადამიანი და 14-მდე საწარმო დაჯარიმდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მოქალაქეების დიდი ნაწილი საგანგებო მდგომარეობის გამო შემოღებულ შეზღუდვებს ითვალისწინებს.

როგორც ვახტანგ გომლაურმა განაცხადა, გუშინ მთელი ღამის განმავლობაში ე.წ. კომენდანდტის საათის დარღვევის 17 შემთხვევა დაფიქსირდა.

„მოქალაქეები ემორჩილებიან შეზღუდვებს, უფრო მეტს ველოდებით დარღვევებს, თუმცა გუშინ ღამე, როდესაც დაიწყო უკვე განსაკუთრებული მნიშვნელობის შეზღუდვები, ძალიან ცოტა 17 დარღვევა იყო მთელი საქართველოს მასშტაბით, რაც ჩვენც გაგვიკვირდა, მეტს ველოდებოდით სტატისტიკურად. მთლიანობაში 350-მდე მოგვიწია სამწუხაროდ, არავის არ გვიხარია არც ჩვენ, არც რიგით პოლიციელებს, არც ხელმძღვანელობას, რომ ჯარიმები ვუწეროთ ჩვენს მოქალაქეებს, თუმცა იძულებული ვართ ეს გავაკეთოთ. 350-ადამიანამდე და 10-15-მდე საწარმო დაჯარიმდა უკვე“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

banner
წინა სტატიაშიგოგი წულაია ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პატრულმა დააკავა
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 60 ფაქტი გამოავლინა