გოგა გულორდავა: სოფლის სკოლებში ხატვის და ინგლისურის უფასო წრეები იქნება

წალენჯიხის მერობის კანდიდატი მმართველი პარტიიდან გოგა გულორდავა გამარჯვების შემთხვევაში სკოლებში უფასო წრეების ამოქმედებას აპირებს.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია რომ ადრეულ ასაკშივე მოხდეს ამა თუ იმ ნიჭის გამოვლენა.

„უფასო წრეები სოფლის საჯარო სკოლებში. ეს არის ერთი-ერთი გეგმა, რომელიც ჩემი გამარჯვების შემდეგ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში განხორციელდება. ჭადრაკის, ინგლისურის, თანამედროვე და სპორტული ცეკვების, ხატვის და სხვა წრეების დაფინანსების საკითხს პირადად ჩავუდგები სათავაში. მე, 2013 წლიდან პოლიტიკური პრიზმიდან ვაკვირდებოდი და ვსწავლობდი მუნიციპალიტეტის და მოსახლეობის საჭიროებებს, სურვილებს. მუდმივ საქმიან ურთიერთობებში ვიყავი და ვრჩები სფეროდ ადგილობრივ ექსპერტებთან. შედეგად, მივედით დასკვნამდე, რომ აუცილებელი ვიყოთ ადეკვატურები მოსახლოების მოთხოვნებთან და ხელი შევუწყოთ ჩვენს ახალგაზრდებს ადრეულ ასაკშივე მიეცეთ საკუთარი ნიჭისა და უნარჩვევების აღმოჩენა-გაძლიერების შესაძლებლობა. ამისთვი, აუცილებელია, რომ 30 ოქტომბერს გამარჯვება მივიყვანოთ ბოლომდე“ – ამის შესახებ გოგა გულორდავამ ბრიფინგზე ისაუბრა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი – ნებისმიერ შემთხვევაში, უარს ვაცხადებ გლდანის ციხეში ჩემს გადაყვანაზე
შემდეგი სტატიაპაატა ბურჭულაძე: გაიმარჯვებს გია ხარჩილავა და დაიწყება კაი ცხოვრება (video)