გოგა გულორდავა: ჩვენი გუნდის მთავარი მიზანი ყოველთვის იყო ადამიანზე ზრუნვა

“შეხვედრები გვქონდა წალენჯიხაში საარახამიოს, გაგარინის და სასარიოს ქუჩების მოსახლეობასთან.
შევთანხმდით ძირითად გამოწვევებზე, რომლებიც ამ ქუჩების მოსახლეობის წინაშე დგას და ჩვენ მათ უახლოეს მომავალში ეტაპობრივად მოვაგვარებთ.
მათ ჩვენი ხედვებისადმი მხარდაჭერა და ნდობა გამოხატეს და ეს ნდობა უაღრესად საპასუხისმგებლოა ჩემთვის.
ჩვენი გუნდის მთავარი მიზანი ყოველთვის იყო ადამიანზე ზრუნვა და სწორედ ეს მოგვცემს შესაძლებლობას, მაქსიმალურად მოვაგვაროთ საკითხები, რაც ხალხისთვისაა მნიშვნელოვანი.
ამომრჩევლებს საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატ ვალერიანე კვარაცხელიასთან და საკრებულოს პროპორციული სიის პირველ წევრთან, ლევან მებონიასთან ერთად შევხვდი”-აცხადებს წალენჯიხის მერობის კანდიდატი გოგა გულორდავა.

banner
წინა სტატიაშიდიდ დიღომში, მირიან მეფის ქუჩაზე მრავალფუნქციური პარკი გაშენდება
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრმა ბაღდათი-აბასთუმნის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა