გოდერძის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

გოდერძის უღელტეხილზე რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. როგორც “თაიმერს” საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, გოდერძის უღელტეხილზე ამინდის გაუმჯობესებამდე შეჩერებულია გზის გაწმენდითი სამუშაოებიც.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა ხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით.
ამასთან, გზების დეპარტამენტის ცნობით, 12 ნოემბერს, გამთენიისას, ინტენსიური თოვის, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის (კმ106-კმ117) გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.
სტიქიის ზონიდან გამოსვლა ვერ მოახერხა რამდენიმე ავტომანქანამ, რომლებიც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის კოორდინაციით, კონტრაქტორი ორგანიზაციის მიერ განხორციელებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად გამოიყვანეს.

banner
წინა სტატიაშიგედევან ფოფხაძე: ეს იქნება სიგნალი, რომ მსგავსი მოპყრობა არის დაუშვებელი
შემდეგი სტატიაუკომენტაროდ- პოლიციამ გორში მოშიმშილეებს კარავი აუშალა (ვიდეო )