გოცირიძე: ხელისუფლებას თუ ჭკუა აქვს, პარლამენტმა ვეტოს დაძლევა არ უნდა მოინდომოს და გაჩერდნენ

ხელისუფლებას თუ ჭკუა აქვს, პარლამენტმა ვეტოს დაძლევა არ უნდა მოინდომოს და გაჩერდნენ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც რომან გოცირიძემ აღნიშნა, განსაკუთრებით სიმბოლურია, რომ პრეზიდენტმა მოსმენებთან დაკავშირებულ კანონს დაადო ვეტო, რომელიც რეზონანსული საკითხია.

„ეს ვეტო ორნაირად უნდა წავიკითხოთ. ერთი ის, რომ მან გამოიყენა შანსი და უკიდურესად გააკრიტიკა „ქართული ოცნება“ და ღარიბაშვილი. მის გამოსვლებს აღმაშფოთებელი უწოდა და მათ სამუდამოდ გაემიჯნა, შემთხვევით ისარგებლა. მეორე – ვეტოს დადებით გამოაჩინა საკუთარი ძალა და განაცხადა, რონ ამ ბერკეტს ექვსი თვის განმავლობაში გამოიყენებს. განსაკუთრებით სიმბოლურია, რომ მან მოსმენებთან დაკავშირებულ კანონს დაადო ვეტო, რომელიც რეზონანსული საკითხია. ვიცით, რომ მღვდლებიდან დაწყებული პოლიტიკოსებით დამთავრებული, ყველას უსმენდნენ. ვეტო რეზონანსულია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის და კიდევ ერთხელ დაფიქრდებიან, რატომ უნდათ საქართველოში მოსმენების გაძლიერება და ეს „ქართული ოცნების“ პოლიციურ მიზნებს ხომ არ ემსახურება. ამიტომ ამ ვეტოს საგარეო დატვირთვაც აქვს. თუ ხელისუფლებას ჭკუა აქვს, პარლამენტმა ვეტოს დაძლევა არ უნდა მოინდომოს და გაჩერდნენ“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

სალომე ზურაბიშვილმა მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტო დაადო. პრეზიდენტის თქმით, ყველა კანონს, რომელიც ამ ექვს თვეში იქნება მიღებული არასწორი მიმართულებით, ვეტოს დაადებს.

წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე – ბაკურიანში დაიგეგმა ე.წ. წალეკვის გეგმა, რაც დაანონსდა 20 ივნისს, 2012 წლის შემდეგ ცდილო​ბენ, თუმცა არც ამ შემთხვევაში მივცემთ ქვეყნის წალეკვის საშუალებას
შემდეგი სტატიაქვეყანა თუ ჩამორჩენილია, კანდიდატობას არ იმსახურებს, მაგრამ ჩვენ გვგონია, რომ სალომე ზურაბიშვილი ჩამორჩა რაღაცებს, თვითონ ეწევა კანდიდატობის საწინააღმდეგო კამპანიას – კობახიძე