ირაკლი კობახიძე – ბაკურიანში დაიგეგმა ე.წ. წალეკვის გეგმა, რაც დაანონსდა 20 ივნისს, 2012 წლის შემდეგ ცდილო​ბენ, თუმცა არც ამ შემთხვევაში მივცემთ ქვეყნის წალეკვის საშუალებას

2012 წლის შემდეგ ცდილო​ბენ ამის ორგანიზებას, თუმცა ხედავთ, რომ ათი წელია, არავინ მისცა ქვეყნის წალეკვის საშუალება, არც ამ შემთხვევაში მივცემთ ამის საშუალებას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვეს პარტია „კანონი და სამართალის“ ლიდერ თაკო ჩარკვიანის განცხადებაზე, სადაც ის ხელისუფლების „აყირავებაზე“ საუბრობს. კობახიძის თქმით, აღნიშნული ბაკურიანში დაიგეგმა.

„ნუ ეს ბაკურიანში დაიგეგმა. იქ იყო შეკრებილი შულავერის კომიტეტი. ეს იყო „ნაცმოძრაობა“ თავისი განშტოებებით, მათი კუთვნილი ​მედიასაშუალებები და ენჯეოები. იქ დაგეგმეს მათ ე.წ. წალეკვის გეგმა, რაც დაანონსებულ იქნა 20 ივნისს და რასაც ისინი დამატებით გაახმოვანებენ ხვალინდელ აქციაზე, 24 ივნისის აქციაზე. ნუ, ისინი, რა თქმა უნდა, ეცდებიან ქვეყნის წალეკვას, მაგრამ ამას ცდილობენ ისინი, 2012 წლამდე წარმატებით ახერხებდნენ ქვეყნის წალეკვას, განსაკუთრებით 2008 წელს მოახერხეს, 2012 წლის შემდეგ ცდილო​ბენ ამის ორგანიზებას, თუმცა ხედავთ, რომ ათი წელია, არავინ მისცა მათ ქვეყნის წალეკვის საშუალება. ბუნებრივია, არც ამ შემთხვევაში მივცემთ მათ ამის საშუალებას“, – განაცხად ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ხვალინდელი აქციის მიზანია ბაკურიანის შეკრების გეგმების გამოცხადება.

„როგორც წინასწარ გამოაცხადეს, ხვალ მათ აქვთ დაგეგმილი ბაკურიანის შეკრებისა და შულავერის კომიტეტის გეგმების გამომზეურება. ეს იქნება ხვალინდელი აქციის მიზანი, თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამ გეგმას აღსრულება, რა თქმა უნდა, არ უწერია. ისევე, როგორც წინა ათი წლის განმავლობაში, ამ შემთხვევაშიც უზრუნველყოფილი იქნება მშვიდობა და სიმშვიდე ჩვენს ქვეყანაში“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, უნდა გაიმიჯნოს აქციის მონაწილეები და ორგანიზატორები. კობახიძის განცხადებით, აქციის ორგანიზატორი „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთაა.

„პარტიული ორგანიზებული იყო. გავმიჯნოთ. რაც შეეხება მონაწილეებს, ეს ასე იყო, მაგრამ რაც შეეხება ორგანიზებას, წინა აქციაც და ხვალინდელი აქციაც არის ორგანიზებული „ნაცმოძრაობის“ ახალგაზრდული ბოლშევიკური ფრთის მიერ. ეს არის „სირცხვილია“, რაც ყვდელამ ვიცით, მათ მიერ არის დაანონსებული ეს აქცია. ეს არის ახალგაზრდული ბოლშევიკური ფრთის მიერ დაანონსებული აქცია. შესაბამისად, ორგანიზატორები არიან ისინი. ეს არის უტყუარი ფაქტი, რაც თვითონ დააანონსეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე – კარლ ბილდტი აიჭრა, რადგან ღარიბაშვილმა მიზანში მოარტყა, ის არის ჩვეულებრივად კორუმპირებული კაცი, ეს არის დადასტურებული დოკუმენტურად
შემდეგი სტატიაგოცირიძე: ხელისუფლებას თუ ჭკუა აქვს, პარლამენტმა ვეტოს დაძლევა არ უნდა მოინდომოს და გაჩერდნენ