ქვეყანა თუ ჩამორჩენილია, კანდიდატობას არ იმსახურებს, მაგრამ ჩვენ გვგონია, რომ სალომე ზურაბიშვილი ჩამორჩა რაღაცებს, თვითონ ეწევა კანდიდატობის საწინააღმდეგო კამპანიას – კობახიძე

სალომე ზურაბიშვილი მთელი ამ დღეების განმავლობაში თვითონ ეწევა კანდიდატობის საწინააღმდეგო კამპანიას. ეს უკიდურესად სამწუხაროა. მისი განცხადებები, რომ ვართ ჩამორჩენილები და ასე შემდეგ, ამას ემსახურება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა,

კობახიძე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გუშინ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას, სადაც ამბობს: „შეშფოთებული ვარ, რაც დღეს პარლამენტში მოვისმინე. მინდა, გავაგზავნო ბრიუსელში სხვა გზავნილი, რომ ეს არ არის საქართველო, ეს არ არის საქართველოს მოსახლეობის ნება“.

ირაკლი კობახიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი თავისი რიტორიკით სალომე სამადაშვილის დონეზეა დასული.

„ქვეყანა თუ ჩამორჩენილია, კანდიდატობას არ იმსახურებს, მაგრამ ჩვენ გვგონია, რომ სალომე ზურაბიშვილი რაღაცებს ჩამორჩა. სალომე ზურაბიშვილი თავისი რიტორიკით სალომე სამადაშვილის დონეზეა დასული, რაც ძალიან სამწუხაროა. ზედ სახელი და გვარი რომ არ ეწეროს სალომე ზურაბიშვილს, ვერ გაარჩევ სალომე სამადაშვილისგან. რატომ ხდება, ამასთან დაკავშირებით ჩვენ კითხვები გვაქვს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიგოცირიძე: ხელისუფლებას თუ ჭკუა აქვს, პარლამენტმა ვეტოს დაძლევა არ უნდა მოინდომოს და გაჩერდნენ
შემდეგი სტატიასაქართველოს ევროპული გზა დაიწყო სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს – ევროპარლამენტარი