ვასაძე: ეკლესიაზე შეტევა უკვე კომპლექსურ ხასიათს ატარებს

პარტია “ერის” ლიდერი, ლევან ვასაძე ნინოწმინდის პანსიონის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ლიბერალური ძალების მხრიდან “ტრადიციული რელიგიების ნგრევის საერთაშორისო პროგრამასთან” აკავშირებს.

ამ თემაზე მან ბრიფინგზე ისაუბრა.

“დავიწყებ ეკლესიაზე შეტევით, რომელიც უკვე კომპლექსურ ხასიათს ატარებს და ბოლო კვირებში გამოვლინება ჰპოვა ნინოწმინდის ბავშვთა სახლის, პანსიონის გარშემო განვითარებულ მოვლენებში და პირველი რაც მინდა ვთქვა – ეს არ არის ლოკალური მოვლენა. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ლიბერალური რესპუბლიკების შეტევა ტრადიციულ სარწმოუნოებრივ ინსტიტუტებზე ატარებს რამდენიმე მიმართულებას.

ბავშვთა სახლებში სექსუალურ და სხვა სახის სკანდალებზე აპელირება არის ტრადიციული იარაღი ეკლესიაზე დარტყმისა ლიბერალური გლობალისტური ძალების მხრიდან.

ყველგან ერთი სცენარით მიმდინარეობს, არასამთავრობო სექტორი მიზანმიმართულად ახდენს აპელირებას დაუმტკიცებელი ბრალდებების მეშვეობით, ენჯეო სექტორისა და ლიბერალური მედიის დახმარებით აგორებს სკანდალებს ეკლესიის გარშემო ერთი მიზნით, რომ მოხდეს ეკლესიის დისკრედიტაცია მოსახლეობის თვალში”, – განაცხადა ვასაძემ.

banner
წინა სტატიაშილევან ვასაძე “ნამახვანჰესზე” ღარიბაშვილს განცხადებას უწონებს
შემდეგი სტატიაგოცირიძე: ხელისუფლება 8 წელია, თავჩაღუნული დგას