მიხეილ რამიშვილი: პრეზიდენტმა საზოგადოებაში სიმშვიდის ნაცვლად, უფრო მეტი დაძაბულობა შემოიტანა ამ უსამართლობით

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 6, 2020 13:19

მიხეილ რამიშვილი: პრეზიდენტმა საზოგადოებაში სიმშვიდის ნაცვლად, უფრო მეტი დაძაბულობა შემოიტანა ამ უსამართლობით

“მოლოდინი მქონდა ისეთი, რა გადაწყვეტილებაც მიიღო. იგი არ შეიწყალებდა დეკანოზს. ვამბობდი და ვამბობ, რომ არიან გარკვეული პირები, რომელთაც არანაირად არ სურთ დეკანოზის თავისუფლებაში ყოფნა. დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა და სირცხვილია, როცა პრეზიდენტი ადვოკატებს გვიხსენიებს, თითქოს ჩვენ არგუმენტები არ გვქონდა. გასაგებია, ქვეყანაში, სადაც მართლმსაჯულება არის გარდაცვლილი, სადაც არ არის სამართლიანობა, პრეზიდენტი კი არა, არავინ არაფერს არ შეცვლის. ამიტომ, ჩემი მოთხოვნა და რჩევა იქნება, სანამ ადვოკატებზე იქნება საუბარი, ჯერ კარგად გაგვეცნოს, კარგად მოგვისმინოს და მერე ილაპარაკოს. ეს არის დადგმული. პრეზიდენტმა საზოგადოებაში სიმშვიდის ნაცვლად, უფრო მეტი დაძაბულობა შემოიტანა ამ უსამართლობით ”-აცხადებს ე.წ ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი რუსთავის 2-ის ეთერში.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა სინოდის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 6, 2020 13:19