გოჩა მირცხულავა- რაც მეტს დაგავაჭერენ, მით მწარედ დაასრულებენ

გუშინ საღამოს რაც მოხდა ძალიან დასაფიქრებელია, ემოციებზე არაფერს ვიტყვი.
1. ეს არ გახლავთ თუნდაც ჯარისკაცის და უფრო მეტიც – პრეზიდენტის თუ პარლამენტის წევრის ფიცი. ეს ბევრად საკრალური, გულწრფელი და უანგარი ფიცია.
2. ეს ფიცია ჩიხი ხელისუფლებისთვის და სრულიად პოლიტიკური სპექტრისთვის, რომლის გარკვეული ნაწილი ბიძინა ივანიშვილთან გარიგებულად მიმაჩნია;
3. ცხადია, რომ “ბავშვობა” გამოუვლელ წითელ ინტელიგენციას თუ ნეოკომკავშირლებს არ შეუძლიათ გაიგონ “სატანისტების” ფილოსოფია – ამიტომ მარტივად ვიტყვი – ან შეგაკვდებიან, ან გაიმარჯვებენ და 17 მაისამდე თუ მიიტანთ “ოცნება” ამ პროცესს “შეკვდომა” მაშინ ნახეთ, თქვენი განაჩენის სახით. ლოკალურად ვის და რამდენს სცემთ ამას მნიშვნელობა არ აქვს. ომს ვინ მოიგებს ეგაა მთავარი.
4. ახლა ამ “ბავშვების” მშობლების საქმეც არ არის კარგად. მათი – ვინც ჩუმად უცქერდა სახლიდან საკუთარ შვილებს. ახლა უკვე მოგიწევთ არჩევანის გაკეთება – საჯარო სამსახურებს, სხვა კომფორტსა და შვილებს შორის;
5. ვინც ისედაც იცოდა სად იდგა, უფროს თაობას ვგულისხმობ – აჰა, გამარჯვების მოტივაცია. ამათ ჩვენს ნაცვლადაც დაიფიცეს. ზურგს მაინც ნუ მოვუშიშვლებთ წინ მიმავალათ.
6. დამთავრდა ყველაფერი – საქართველო გაიმარჯვებს! დრო? დრო ჩვენზე მუშაობს. რაც მეტს დაგავაჭერენ, მით მწარედ დაასრულებენ,-წერს ჟურალისტი გოჩა მირცხულავა.

banner
წინა სტატიაშიმედიის ცნობით, სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ, სად გაივლის სახელმწიფო საზღვარი
შემდეგი სტატიარუსული კანონის მოწინააღმდეგე მომიტინგეს, ნიკო მანაგაძეს უნივერსიტეტთან ფიზიკურად ოცნების” ახალგაზრდა პარტაქტივი გაუსწორდა