რუსული კანონის მოწინააღმდეგე მომიტინგეს, ნიკო მანაგაძეს უნივერსიტეტთან ფიზიკურად, სავარაუდოდ, “ოცნების” ახალგაზრდა პარტაქტივი გაუსწორდა.
კადრებში კარგად ჩანს, რომ ახალგაზრდა აქტივისტსს, ჯერ პრემიერ-მინისტრის დაცვამ კრა ხელი, შემდეგ კი მასზე ათამდე ახალგაზრდამ ფიზიკურად იძალადა – სახეში მუშტები ურტყეს და შეურაცხყოფა მიაყენეს. რუსული კანონის მომხრე კობახიძემ ძალადობის ფაქტი საკუთარი თვალით დაინახა, თუმც არაფერი შეიმჩნია, აგრესიულად განწყობილ ჯგუფს ხელი დაუქნია და უნივერსიტეტიდან წავიდა.
თსუ-ს ადმინისტრაციას ადგილზე პოლიცია არ გამოუძახებია.ვიდეომასალას ტვ პირველი ავრცელებს.