გოჩა მირცხულავა : პირბადეების სკანდალი არის ბლეფი

კი არ უნდა ვწერე ახლა ამას და როგორც წინა დღეებში ირონიით ვუყურო, მაგრამ… ჰო, თანამდებობას გამოკერებული არავინ არის, ვიღაც – ვინც მოგვწონს და/ან არ მოგვწონს ოდესღაც დატოვებს ხოლმე თანამდებობას. თუმცა აქ ხომ მიზეზი და გარემოებებია მთავარი და არა ის, ჩვენ რა გვსურს. ბოლო დღეების აქტიური ნიუსია – “კახა საბანაძე”. პროფესიული ინტერესის დაკმაყოფილება და ინფორმაციის ფლობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია – პოლიტიკური ფაზლის აწყობაში მეხმარება.

ამ შემთხვევაში: 1. პირბადეების სკანდალი არის ბლეფი; 2. გოლემაური-გახარიას ომი – ქარიშხალი ჭიქაში; 3. გოჩა ენუქიძისთვის პროცესის უტყვად შეტენვა თავად ენუქიძის შემდგომი “გაშავების” მცდელობა; 4. საბანაძემ “ჩემოდანი ჩაალაგა” – მამალი ტყუილი; 5. თემის ტორპედირება კი კონკრეტული პერსონის ინდიფერენტიზმისა და ობიექტურიბის დემონსტრირების მცდელობა;
როდესაც ოპოზიციის ერთი ნაწილის წარმომადგენლობა და “ქართული ოცნების” რეაქციული ფრთის რუპორები ერთად ორკესტრირებენ საკითხს, დასკვნაც ზედაპირზე დევს – პროცესს ვინ მართავს ეგეც გასაგები ხდება და ვინ სარგებლობს ისიც. რჩევა – “ნომრიანი” უფლებათა დამცველი ასეთ დროს არ უნდა გამოაჩინოთ ბიჭებო – ბაზარი რიჟა ხდება და იწვებით :))) – წერს ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა.

banner
წინა სტატიაშიმარიან ეზუგბაია : ინფექციურ საავადმყოფოში 43 ინფიცირებულიდან ხუთის მდგომარეობა მძიმეა
შემდეგი სტატიამაკა სოლოღაშვილი : ბოჭორიშვილის კლინიკაში შვიდი ახალი პაციენტიდან, ოთხი ბოლნისიდან და შინდისიდან შეიყვანეს