მარიან ეზუგბაია : ინფექციურ საავადმყოფოში 43 ინფიცირებულიდან ხუთის მდგომარეობა მძიმეა

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამჟამად კორონავირუსით ინფიცირებული 43 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.

კლინიკა გუშინ ოთხმა გამოჯანმრთელებულმა დატოვა.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 43 პაციენტიდან ხუთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.

„43 პაციენტიდან მძიმე პაციენტების სიაში მხოლოდ ხუთი პაციენტი გვყავს, როგორც მძიმე პნევმონია, რომელთა მდგომაროება დინამიკაში გაუმჯობესებულია. დანარჩენი პაციენტები განიხილება, როგორც საშუალო და მსუბუქი. გვყავს 11 მოზარდი, მათი მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია, უბრალოდ, დაავადების ხანგრძლივობიდან გამომდინარე, მათთან ჯერ ადრეა გამოჯანმრთელების ტესტირების ჩატარება და ალბათ რამდენიმე დღეში მათთანაც დავიწყებთ“, – განაცხადა მარიან ეზუგბაიამ.

banner
წინა სტატიაშიმარინა ეზუგბაია : საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან ორის ინფიცირების წყარო უცნობია
შემდეგი სტატიაგოჩა მირცხულავა : პირბადეების სკანდალი არის ბლეფი