მაკა სოლოღაშვილი : ბოჭორიშვილის კლინიკაში შვიდი ახალი პაციენტიდან, ოთხი ბოლნისიდან და შინდისიდან შეიყვანეს

news
ავტ.: news აპრილი 28, 2020 11:23

მაკა სოლოღაშვილი : ბოჭორიშვილის კლინიკაში შვიდი ახალი პაციენტიდან, ოთხი ბოლნისიდან და შინდისიდან შეიყვანეს

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში შვიდი ახალი პაციენტია მოთავსებული. ამის შესახებ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა.

მაკა სოლოღაშვილის თქმით, შვიდი ახალი პაციენტიდან ოთხი შეიყვანეს ბოლნისიდან და შინდისიდან. სამი პაციენტი კი, რომელსაც ბოჭორიშვილის კლინიკაში დაუდასტურდა ვირუსი, აქამდე არსებული პაციენტების კონტაქტებია.

„ბოქსირებულ სექტორში არის 65 პაციენტი. „კოვიდ-19“-ის დიაგნოზის მქონე არის 54. დაემატა შვიდი პაციენტი, აქედან ოთხი არის გადმოყვანილი ბოლნისიდან და შინდისიდან, სამი პაციენტის დიაგნოზი კი, დადასტურდა ჩვენს კლინიკაში. გუშინ ორი გამოჯანმრთელდა და გაეწერა. 18 წლამდე ასაკის პირი არის 11. ერთი პაციენტი არის მძიმე და მკურნალობს რეანიმაციულ განყოფილებაში. 11 პაციენტი არის საყურადღებო, აქედან სამი არის ასაკობრივი მაღალი რისკის ჯგუფით. ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია,” – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

მისივე თქმით, შინდისის შემთხვევასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია არ აქვს.

„ექიმმა მომაწოდა ინფორმაცია, რომ პაციენტი გადმოყვანილია შინდისიდან, დამატებითი ინფორმაცია არ მაქვს“, – აღნიშნა მაკა სოლოღაშვილმა.

news
ავტ.: news აპრილი 28, 2020 11:23