გოჩა მირცხულავა: ახლა ხელისუფლების გადასაწყვეტია რას უზამს დეკანოზს…

მართლმადებელი ქრისტიანებისთვის ამ უმძიმეს დღეს, მძიმე რამეს ვიტყვი:
საქართველოს საპატრიარქო არის ქრისტეს სწავლებას აცდენილი და სიყვარულისგან დაცლილი. საპატრიარქომ, რეალურად, მეორედ გადააგდო საერო ხელისუფლება დანაპირებისგან და არ დააყენა დეკანოზ მამალაძის შეწყალების შუამდგომლობა. ეს არ არის “ოცნების” ხელისუფლების გამოწვევა, ეს არის ქართული საზოგადოების, ყველა პოლიტიკური ჯგუფის აბუჩად აგდება.
ახლა ხელისუფლების გადასაწყვეტია რას უზამს დეკანოზს და თუ თავად გადაწყვეტს შეწყალების საკითხს, რასაც აუცილებლად მოჰყვება საპატრიარქოს გავეშება, ყველა პოლიტიკური ჯგუფი ვალდებულია არ მოახდინოს ამ საკითხით სპეკულირება და პირიქით – საერთო საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მშვიდად და პრაგმატულად შეხვდნენ ამ გადაწყვეტილებას. მესმის პოლიტიკურ პარტიებს სჭირდებათ საპატრიარქო, მაგრამ ისიც გაიხსენონ რამდენჯერ არიან ამ ინსტიტუტის მიერ გადაგდებულ- მოტყუებულნი. ამიტომ, ცუდი არ იქნება ოპოზიციურ სპექტრს და ხელოსუფლებას შორის შედგეს დახურული მოლაპარაკებები ამ საკითხზე და ორივე ძალამ საერთო ძალისხმევით ერთად გადაარჩინოს თუნდაც ერთი სიცოცხლე. ყველასათვის ნათელია, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე საპატრიარქოს პირადი პატიმარია.
გულწრფელად მოგმართავთ ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც -იმოქმედეთ!-წერს ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავა
შემდეგი სტატიაზუგდიდში მცხოვრებ დევნილებს სააღდგომო ნობათი გადაეცათ