ზუგდიდში მცხოვრებ დევნილებს სააღდგომო ნობათი გადაეცათ

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისმთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა რეზო ქობალიამ დაწარმომადგენლობის თანამშრომლებმა საქველმოქმედო აქცია „ვიზრუნოთერთმანეთზე“ ფარგლებში ზუგდიდში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებითგადაადგილებულ სოციალურად დაუცველ პირებს სააღდგომო ნობათები გადასცეს.სადღესასწაულო ნობათები გადაეცათ აფხაზეთის ომის I ჯგუფის ინვალიდებს,მრავალშვილიან ოჯახებს, ომის ვეტერანებს, აფხაზეთის ომში დაღუპულ მეომართაოჯახის წევრებს, შშმ არასწრულწლოვანებსა და 90 წელს გადაცილებულ პირებს.საქველმოქმედო აქცია „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ აფხაზეთის ავტონომიურირესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებითა და ადგილობრივი ბიზნეს-ორგანიზაციების მხარდაჭერით თბილისსა და საქართველოს რეგიონებშიყოველწლიურად იმართება.

banner
წინა სტატიაშიგოჩა მირცხულავა: ახლა ხელისუფლების გადასაწყვეტია რას უზამს დეკანოზს…
შემდეგი სტატიასაპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრობის სურვილი 100-ზე მეტმა ადამიანმა გამოთქვა