გლდანში ნიკა მელიას ოფისი დაწვეს

“ნაციონალური მოძრაობის” ერთერთი ლიდერისა და გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატის, ნიკა მელიას, ოფისის დაწვა სცადეს.

შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ჩამსხვრეულია ოფისის ფანჯარა და დამწვარია ავეჯი. დამნაშავეებიის ვინაობა ამ დროისთვის უცნობია და ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

“დილის 6-ის წუთებზე შევიტყვეთ, რომ ოფისში ხანძარია. დაგვხვდა ჩამსხვრეული შუშები და შენობაში შეგდებული ბენზინის 2 ბოთლი. იმედი მაქვს, გამოიძიებენ ამ საზიზღრობას”, – ამბობს შტაბის ხელმძღვანელი.

ადგილზე ამ დროისთვის ვიდეოკამერების ჩანაწერებს ათვალიერებენ.

banner
წინა სტატიაშიდღეს თბილისის საქალაქო სასამართლო, “ევროპული საქართველოს” საჩივრებზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის 3 157 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 230 პაციენტი