დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო, “ევროპული საქართველოს” საჩივრებზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს

თბილისის საქალაქო სასამართლო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და “ევროპული საქართველოს” საჩივრებზე გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს.

ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ ის განკარგულება გაასაჩივრა, რომლითაც, ცესკომ არ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა უბნების ხელახალ გადათვლასთან დაკავშირებით.

“ევროპული საქართველოს” წევრი ოთარ კახიძე აცხადებს, რომ ოქმების უმეტესობაში დაუბალანსებელია.

“ჩვენ ვითხოვთ უბნების გადათვლას, ვითხოვთ ბათილად ცნობას იმ უბნების სადაც გაყალბების დიდი მასშტაბი ფიქსირდება,”- განაცხადა ოთარ კახიძემ.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: შემიძლია, ჩამოვიდე და თავი შევწირო თუ თქვენ გადაწყვეტთ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი
შემდეგი სტატიაგლდანში ნიკა მელიას ოფისი დაწვეს