საქართველოში კორონავირუსის 3 157 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 230 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 3 157 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 230 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 30 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 82 835 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 65 291 გამოჯანმრთელდა, 733 კი, გარდაიცვალა.

ამასთან, კარანტინის რეჟიმშია 2 735 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 5 658, ხოლო​ კოვიდსასტუმროში – 3 315.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

banner
წინა სტატიაშიგლდანში ნიკა მელიას ოფისი დაწვეს
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსით 30 პაციენტი გარდაიცვალა