გლდანში ბეკოს მაღაზია გაქურდეს

Crime Scene

გლდანში ბეკოს მაღაზია გაქურდეს. წინასწარი ინფორმაციით, საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიიდან წაღებულია 30 მდე მობილური ტელეფონი. მათი ღირებულება რამდენიმე ათას ლარს აღწევს. მაღაზიიდან უკვე დაწყებულია ვიდეოკამერების ჩანაწერების ამოღება.

სავარაუდოდ ქუდები არასრულწლოვნები იყვნენ. შემთხვევა დილის 6 საათზე მოხდა. ბეკოს გლდანის ფილიალი ამ თვეში უკვე მეორედ გაქურდეს.

მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 177-ე მუხლით აღიძრა, რაც ქურდობას გულისხმობს.

უწყების ცნობით, დადგენილია დანაშაულის ჩამდენი პირი, ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

banner
წინა სტატიაშისაზარელი მკვლელობა ხადას ხეობაში – დაკავებულ მწყემსს ბრალს დღეს წაუყენებენ
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტი ნატო-ს სამიტში მონაწილეობის მისაღებად ბრიუსელში გაემგზავრა