საზარელი მკვლელობა ხადას ხეობაში – დაკავებულ მწყემსს ბრალს დღეს წაუყენებენ

ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობისთვის დაკავებულ მალხაზ კობაურს ბრალი დღეს ოფიციალურად წარედგინება.
სავარაუდოდ, მისთვის აღმკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო დღესვე იმსჯელებს. დაკავებული ამ დრომდე მცხეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება.
ახალგაზრდას გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას ედავება, რაც სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მალხაზ კობაურმა დანაშაული აღიარა. დეტალებზე არ საუბრობს ადვოკატი, თუმცა აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფის პოზიცია გახმაურებული ოფიციალური ვერსიისგან განსხვავებულია.
„ვერსია განსხვავებულია მედიაში გავრცელებული ინფორმაციისგან. არ აღიარებს. სახის არეში აღენიშნება დაზიანებები. დეტალებზე ვერ ვისაუბრებ,“-ამბობს ადვოკატი მურმან ნიკოლეიშვილი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტი ანკარაში თურქეთის პრეზიდენტის ინაუგურაციისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრო
შემდეგი სტატიაგლდანში ბეკოს მაღაზია გაქურდეს