საქართველოს პრეზიდენტი ნატო-ს სამიტში მონაწილეობის მისაღებად ბრიუსელში გაემგზავრა

საქართველოს პრეზიდენტი და ქართული დელეგაცია ნატო-ს სამიტში მონაწილეობის მისაღებად ბრიუსელში ანკარადან გაემგზავრა
საქართველოს პრეზიდენტი ანკარაში თურქეთის პრეზიდენტის ინაუგურაციისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრო. გიორგი მარგველაშვილმა თურქ კოლეგას არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ცერემონიაზე, რომელსაც ოცზე მეტი სახელმწიფოს მეთაური ესწრებოდა, ქართულმა დელეგაციამ პარტნიორებთან კომუნიკიაციისას ნატო-ს სამიტის საკითხები განიხილა. ხაზი გაესვა, რომ თურქეთი საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერია. საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, თურქეთის პრეზიდენტის ინაუგურაციის დასრულების შემდეგ, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გიორგი მარგველაშვილს და სახელმწიფო დელეგაციების მეთაურებს ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა. საქართველოს პრეზიდენტის მეთაურობით ქართული დელეგაცია ანკარადან ბრიუსელში ნატო-ს სამიტში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა. პირველად, საქართველოსა და ნატო-ს ურთიერთობების ისტორიაში, უმაღლეს დონეზე გაიმართება შეხვედრა სახელმწიფოს მეთაურთა მონაწილეობით, სადაც საუბარი იქნება საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე, თავდაცვისუნარიანობაზე და ამ კონტექსტში ნატო – საქართველოს თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებაზე. ნატო-ს სამიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტს ექნება არაერთი ორმხრივი შეხვედრა, სადაც განხილული იქნება კონკრეტული ნაბიჯები, როგორც ალიანსთან ურთიერთობაში, ასევე ორმხრივ ფორმატში საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად.

banner
წინა სტატიაშიგლდანში ბეკოს მაღაზია გაქურდეს
შემდეგი სტატია51-ე სკოლის მოსწავლეები გამოძიებაში მიცემულ ჩვენებებს საგამოძიებო კომისიასთან დააზუსტებენ