გლდანში „BEKO“-ს მაღაზია გაძარცვეს

Crime Scene

გლდანში, შეშელიძის ქუჩაზე მდებარე „BEKO“-ს მაღაზია გაძარცვეს. წაღებულია 15 მობილური ტელეფონი. ზარალი დაახლოებით 22 ათას ლარს შეადგენს.

„BEKO“-ში აცხადებენ, რომ დანაშაული არასრულწლოვანთა დაჯგუფებას უკავშირდება. ისინი აღნიშნავენ, რომ დღემდე მაღაზია კიდევ ორჯერ გაძარცვეს, თუმცა არცერთი საქმე გამოძიებული არ არის.

banner
წინა სტატიაშისამართლდამცავებმა პრეზიდენტის სიძის მეგობარი თორნიკე კაჭარავა დააკავეს
შემდეგი სტატიაპატრიარქი სამების ტაძარში წირვის დროს შეუძლოდ გახდა