პატრიარქი სამების ტაძარში წირვის დროს შეუძლოდ გახდა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში, წირვის დროს, შეუძლოდ გახდა.
სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით იგი ტაძრიდან გაიყვანეს.

როგორც წირვაზე მყოფი თვითმხილველი აცხადებს, ტაძრიდან გასვლამდე პატრიარქმა ბრძანა, რომ წირვა არ შეწყვეტილიყო.
მისი უწმიდესობის ჯანმთრთელობის მდგომარეობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ამჟამად ცნობილი არ არის.

banner
წინა სტატიაშიგლდანში „BEKO“-ს მაღაზია გაძარცვეს
შემდეგი სტატიასმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის დაცვაზე ადვოკატი უარს აცხადებს