სამართლდამცავებმა პრეზიდენტის სიძის მეგობარი თორნიკე კაჭარავა დააკავეს

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სიძის, მინდია გოგოჭურის ახლო მეგობარი, თორნიკე კაჭარავა დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, ის ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე ბრალდებულის სახით არის დაკავებული.

„მიმდინარე წლის 21 ივლისს, თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე თ.კ. მოპედით გადაადგილდებოდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა იგი ალკოტესტით შემოწმების მიზნით შეაჩერეს, თუმცა თ.კ. მათ კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა და მიმალვა სცადა. პატრულ-ინსპექტორებმა მისი დაკავება მალევე შეძლეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას „სტეჩკინის“ მარკის ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს“, – წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თორნიკე კაჭარავა პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ 2017 წლის 17 ივლისს გაათავისუფლეს. ის სამართალდამცველებმა ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს

banner
წინა სტატიაშისაგამოძიებო კომისიის წევრები მირზა სუბელიანს და თენგიზ კალანდიას გამოკითხავენ
შემდეგი სტატიაგლდანში „BEKO“-ს მაღაზია გაძარცვეს