გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებაზე სპეცოპერაცია თბილისის სამ რაიონში მიმდინარეობს

არსებული ინფორმაციით, დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე, სპეცოპერაცია დედაქალაქის სამ ლოკაციაზე მიმდინარეობს.

ერთ-ერთი სავარაუდო ლოკაცია გლდანში, ქერჩის N22-ში მდებარე დევნილთა საერთო საცხოვრებელია, მეორე სპეცოპერაცია კი, კრწანისის რაიონშია. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია კიდევ ერთი სპეცოპერაციის შესახებ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო გლდანის ერთ-ერთ მიკრორაიონში სპეცოპერაცის მიმდინარეობის ფაქტს ადასტურებს, თუმცა დამატებითი დეტალების დაკონკრეტებისგან თავს იკავებს.

„თაიმერი“ აღნიშნულთან დაკავშირებით დეტალების გარკვევას ცდილობს.

banner
წინა სტატიაშილავროვმა ალეპოში გარკვეულ დათმობებზე წასვლაზე განაცხადა
შემდეგი სტატიასაქმე გვაქვს უტიფარ წინასაარჩევნო პიართან – ბოკერია თარგამაძის საქმესთან დაკავშირებულ სპეცოპერაციაზე