საქმე გვაქვს უტიფარ წინასაარჩევნო პიართან – ბოკერია თარგამაძის საქმესთან დაკავშირებულ სპეცოპერაციაზე

ზღვარგადასული უნიათობა და არაორგანიზებულობა, უტიფრობა და არაკოორდინირებულობა

გივი თარგამაძის საქმესთან დაკავშირებით ჩატარებულ სპეცოპერაციაზე პირველი კომენტარი გაკეთდა “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში”.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ტელევიზიით გავრცელებულ იფორმაციაზე დასკვნის გამოტანა შეუძლებელია.
„იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც ახლა გვაქვს, დასკვნის გამოტანა შეუძლებელია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ პროსამთავრობო ტელევიზიის ეგზოტიკური ჟურნალისტი დაჟინებით მოითხოვდა რესპონდენტებისგან ეთქვათ თითქოს ეჭვმიტანილი უკრაინიდანაა ან რაიმე კავშირი აქვს, თუმცა ამას არავინ ამბობდა.

ჩვენ კარგად გვახსოვს პრემიერმა ჯერ კიდევ გამოძიების დაწყებამდე გაკეთებული აქცენტებიც.

ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ მიანიშნებს ძალიან უტიფარ წინასაარჩევნო პიართან გვაქვს საქმე. ეს ადასტურებს თუ როგორი უპასუხისმგებლო ხელისუფლება გვყავს, რომელსაც საბედნიეროდ ეს ძალიან მალე დავასრულებთ” – განაცხადა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიგივი თარგამაძის მანქანის აფეთქებაზე სპეცოპერაცია თბილისის სამ რაიონში მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაშს მინისტრის მოადგილე: გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების ფაქტი გახსნილია