ლავროვმა ალეპოში გარკვეულ დათმობებზე წასვლაზე განაცხადა

რუსეთი მზად არის გაეროში სირიის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის სტეფან დე მისტურას ინიციატივას მხარი დაუჭიროს ალეპოდან ქალაქის გადასარჩენად “ჯებხად ან-ნურსას” ბოევიკების გაყვანის თაობაზე – რუსულ მედიასთან ინტერვიუში თქვა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
“მე გავიგე მისი (მისტურას) მოწოდებაზე… ალეპოს გადასარჩენად ჩვენ მზად ვართ ინიციატივას მხარი დავუჭიროთ და სირიის მთავრობას მოვუწოდოთ ამას დაეთანხმოს” – განაცხადა ლავროვმა.
მინისტრის თქმით, ქალაქიდან გასვლის შესაძლებლობა მიეცემა ყველა ბოევიკს, დაჯგუფების მიუხედავად.

გუშინ გავრცელდა, რომ სტაფან დე მისტურამ ექსტრემისტული დაჯგუფება “დრონტ ან-ნუსრას” წევრებს თხოვნით მიმართა, ალეპო, სადაც გამაგრებული არიან, დატოვონ, რომ ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება გახდეს შესაძლებელი. “თუკი ღირსეულად წახვალთ, მზად ვარ პირადად გაგაცილოთ” – დაწერა მისტურამ თავის მიმართვაში.
მან, ასევე რუსეთის და სირიის მთავრობებს მიმართა თხოვნით ქალაქის დაბომბვა შეწყვიტონ, სადაც დაახლოებით 275 ათასი ადამიანი იმყოფება, აქედან, დაახლოებით ასი ათასი ბავშვია.

დიპლომატის თქმით, ალეპოში მყოფი 900 ბოევიკის განადგურების მიზანი ქალაქის გაცამტვერების მიზეზი არ შეიძლება იყოს. სირიელი და რუსი სამხედროებისათვის დაჯგუფების ალეპოში ყოფნა “მსუბუქი ალიბია” ალეპოში ავიადარტყმების საწარმოებლად – თქვა მისტურამ.
2

banner
წინა სტატიაშინობელის პრემია მშვიდობის დარგში კოლუმბიის პრეზიდენტმა მიიღო
შემდეგი სტატიაგივი თარგამაძის მანქანის აფეთქებაზე სპეცოპერაცია თბილისის სამ რაიონში მიმდინარეობს