“გული მეთანაღრება, რომ ამ არარაობას ამდენი დრო დავუთმეთ “- გია ვოლსკი ბედუკაძეზე

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ცესკო-ში “ცენტრისტები” არ უნდა დარეგისტრირებულიყვნენ, თუმცა როგორც დეპუტატი ამბობს, ეს ხარვეზი უნდა გამოსწორდეს. “ცენტრისტებისგან, რაღაც ტალახისგან ავაგეთ მონუმენტი და უნდათ, რომ ამ მონუმენტს დაეტაკონ და გადაანგრიონ, რაც ძალიან ადვილია. საერთოდ, 0%-იანი რეიტინგის მქონე ადამიანი წამოვწიეთ წინ, განსაკუთრებით “ნაციონალური მოძრაობა” აქტიურობს. ვფიქრობ, არ უნდა დარეგისტრირებულიყო, ეს ხარვეზი უნდა გასწორდეს, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოში უნდა შევიტანოთ მაინც სარჩელი. მეთანაღრება გული, რომ ამ არარაობას ამდენი დრო დავუთმეთ”,- აღნიშნა ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაში“გირჩის” წევრების პოლიტიკაში არსებობა მიუღებელია, შესაბამისად, კანდიდატურას ვხსნი”
შემდეგი სტატიარა პოლიტიკის გატარებას აპირებს “ნაციონალური მოძრაობა” იძულებით გადაადგილებული პირების მიმართ- სერგო რატიანის ბრიფინგი