„გირჩი“ განათლების ალტერნატიული სისტემის შექმნას გეგმავს

„გირჩი“ განათლების ალტერნატიული სისტემის შექმნას გეგმავს. პრეზიდენტობის კანდიდატის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, სისტემა სახელმწიფოს მარწუხებისგან გათავისუფლდება.

ჯაფარიძემ განათლების არსებული სისტემა და განათლების მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულება გააკრიტიკა.

პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებით, არსებული სისტემა თაობებს ღუპავს და მასში გადახდილი ფული გადაყრილია.

„ეს პროექტი საბოლოო ჯამში დაშლის საქართველოში არსებულ განათლების სისტემას და, პირველ რიგში, მისცემს პატარა ბავშვებს შანსს, რომ მათ ჰქონდეთ წარმატებული მომავალი,“- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშიზაზა სარალიძემ და გორის საკრებულოს თავმჯდომარემ ერთმანეთს აგინეს
შემდეგი სტატიამე მომხრე ვარ მარიხუანას სწორი ფორმით ლეგალიზების, ამით სინთეტიკური ნარკოტიკებისგან ბევრ სიცოცხლეს გადავარჩენთ