მე მომხრე ვარ მარიხუანას სწორი ფორმით ლეგალიზების, ამით სინთეტიკური ნარკოტიკებისგან ბევრ სიცოცხლეს გადავარჩენთ

მე მომხრე ვარ მარიხუანას სწორი ფორმით ლეგალიზების. ამით სინთეტიკური ნარკოტიკებისგან ბევრ სიცოცხლეს გადავარჩენთ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი უგულავამ კანაფის კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

გიგი უგულავას თქმით, მარიხუანა უნდა იყოს ლეგალური და მკაცრად კანონის ფარგლებში მოქცეული, საზოგადოება ამ ფორმით, ბევრი ფატალური შემთხვევის აცილებას შეძლებს.

„აუცილებელია სახელმწიფომ ორგანიზებულ დანაშაულს მარიხუანას ბრუნვისგან მიღებული დაახლოებით 150 მილიონი ლარი წაართვას. დღეს ეს თანხა ორგანიზებული დანაშაულის ხელში, საზოგადოებას მძიმედ გვიბრუნდება. არ შეიძლება ერთი და იგივეზე ვიღაცა ფულს შოულობდეს და მეორე ადამიანს იჭერდე. მარიხუანა უნდა იყოს ლეგალური და მკაცრად კანონის ფარგლებში მოქცეული, შესაბამისად, ასე ჩვენ ავიცილებთ ბევრ ფატალურ შემთხვევას, რასაც სამწუხაროდ ყოველდღიურად, არალეგალური ნარკოტიკების უკონტროლო მოხმარების შედეგად ვხედავთ. წარმოდგენილი კანონპროექტი მხოლოდ ეკონომიკაზე და რაღაც ვირტუალურ სარგებელზეა, ჩვენ კი გვჭირდება ნარკოპოლიტიკის შეცვლა, მისი ლიბერალიზაცია“, – განაცხადა უგულავამ.

შეგახსენებთ, მთავრობას მომზადებული აქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას, ექსპორტზე გატანის მიზნით – ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებისათვის.

როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, პარტია “ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ უმრავლესობის სხდომაზე, შს სამინისტროს წარმომადგენლებმა დეპუტატებს საკანონმდებლო პროექტის სამუშაო ვარიანტი გააცნეს, რომელიც ექსპორტზე გატანის მიზნით, საქართველოში სწორედ მარიხუანას წარმოების დაწყებას ითვალისწინებს. პროექტის სამუშაო ვარიანტის მიხედვით, მარიხუანას წარმოება ლიცენზირებად საქმიანობად გამოცხადდება.

banner
წინა სტატიაში„გირჩი“ განათლების ალტერნატიული სისტემის შექმნას გეგმავს
შემდეგი სტატიახელისუფლებას გააჩნია მედიის კონტროლის ინტერესი და ხელისუფლებას გააჩნია კორუფციისადმი მიდრეკილება