ზაზა სარალიძემ და გორის საკრებულოს თავმჯდომარემ ერთმანეთს აგინეს

დაპირისპირება გორის საკრებულოს თავჯდომარესა და თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამას შორის. ზაზა რაზმაძემ და ზაზა სარალიძემ ერთმანეთს აგინეს.

გორის ცენტრში საპროტესტო აქცია იმართება. გორის საკრებულოს თავმჯდომარემ აქციის მონაწილეებს პოლიტიკურად მართული უწოდა, რასაც სარალიძის მხრიდან პროტესტი მოჰყვა.

გორის ცენტრში შეკრებილები არიან გარდაცვლილი მოზარდის, თორნიკე მერებაშვილის ოჯახის წევრები და ახლობლები. პროტესტს შვილმოკლული მამები, ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილიც შეუერთდნენ.

აქციის მონაწილეებმა მანამდე გორის ავტომაგისტრალიც გადაკეტეს, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა.

banner
წინა სტატიაშითუ ვიღაცას ჰქვია „ბანანის რესპუბლიკა“, ჩვენ დაგვერქმევა სახელად „კანაფის რესპუბლიკა – რომან გოცირიძე
შემდეგი სტატია„გირჩი“ განათლების ალტერნატიული სისტემის შექმნას გეგმავს