გიორგი ვაშაძისა და კიდევ ხუთი პირის სასამართლო პროცესი დღეს გაგრძელდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში 12 დეკემბერს, საკანონმდებლო ორგანოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული გიორგი ვაშაძისა და კიდევ ხუთი პირის სასამართლო პროცესი დღეს გაგრძელდება. გუშინდელ პროცესზე, მხარეებმა ვიდეო მტკიცებულებები გამოიკვლიეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ის მასალები წარმოადგინა, სადაც აქციაზე განვითარებული მოვლენებია ასახული. გიორგი ვაშაძის თქმით, მათ წინააღმდეგ უწყებას არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია.

ახალი საქართველოს ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, სასამართლო არის ტოტალური კონტროლის ქვეშ:

“ცრუ ჩვენებები პოლიციელის მხრიდან, ერთმანეთის გამომრიცხავი ჩვენებები… ჩვენ ეს უსამართლობა უნდა დავამთავროთ ერთხელ და სამუდამოდ, ქვეყანაში არ შეიძლება არსებობდეს სასამართლო, რომელიც არის ტოტალური კონტროლის ქვეშ და რომელსაც არ აქვს თავისი სტანდარტი და ღირსება არ გააჩნია, რომ მოსამართლეს შსს-ს წარმომადგენელმა თავზე ლაფის დასხმა არ გაუბედოს,” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

12 დეკემბერს, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სულ 16 პირი დააკავეს.

banner
წინა სტატიაშიზვიად კორძაძე: მიზანი დანაშაულის გახსნა კი არ არის, არამედ იმ არასრულწლოვნის გადარჩენა და საზოგადოებაში დაბრუნებაა
შემდეგი სტატია15 წლის მოზარდის საქმეზე დაკავებული გამომძიებელი საავადმყოფოში რჩება