ზვიად კორძაძე: მიზანი დანაშაულის გახსნა კი არ არის, არამედ იმ არასრულწლოვნის გადარჩენა და საზოგადოებაში დაბრუნებაა

არასრულწლოვნებთან და მათ მიერ ჩადენილ გადაცდომებსა თუ დანაშაულზე მუშაობა განსაკუთრებულ ცოდნას, მიდგომას და სიფრთხილეს მოითხოვს.

ამ დროს მიზანი დანაშაულის გახსნა კი არ არის, არამედ იმ არასრულწლოვნის გადარჩენა და საზოგადოებაში დაბრუნებაა, არასრულწლოვანთან მიმართებაში არ უნდა მუშაობდეს სასჯელის ერთ-ერთი კომპონენტი – სამაგიეროს მიზღვა, არამედ ძირითადი მიმართულება პრევენცია და გამოსწორება უნდა იყოს.

რამდენიმე წლის წინ შვეიცარიაში, სიონში ბავშვთა უფლებების საერთაშორისო ინსტიტუტში ვიყავი, სწორედ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე.

გვანახეს არასრულწლოვანთა სასამართლო, რომელიც არ არის განთავსებული, ჩვეულებრივ სასამართლო შენობაში, არამედ ერთ-ერთ საოფისე ფართშია და ვიზუალურადაც არ არის მოწყობილი როგორც სასამართლო დარბაზი, რომ არასრულწლოვანი არ დაითრგუნოს.

ასევე ვნახეთ რამდენიმე ადგილი, უფრო სწორად კომუნა, სადაც გასამართლებული არასრულწლოვნები ცხოვრობდნენ. არსად არ იყო პოლიციელი და ბადრაგი. უვლიდენ ცხოველებს, ამზადებდნენ ავეჯს, უსმენდნენ სხვადასვა ქვეყნის საგალობლებს, რომ გაიგეს ქართველები ვიყავით ერთ-ერთი კომუნის ხელმძღვანელმა გვთხოვა ჩვენი საგალობლების გაგზავნა.

მეთოდები იყო სხვადასხვა და არა უნიფიცირებული.
მაგალითად, ერთგან გარკვეული პერიოდი შრომოს შემდეგ გადაყავდათ აღზრდის და გამოსწორების მომდევნო საფეხურზე. ერთ-ერთ კომუნაში ბოლო საფეხური ცხვარში მთაში წასვლა და რამდენიმე დღე მარტო დარჩენა იყო.
თუ ვინმე გაიქცეოდა, უბრალოდ უკან აბრუნებდნენ და სულ ქვედა საფეხურიდან იწყებდა, მოვლა- დალაგებაით.

ციხეში მხოლოდ ერთეულები და ისიც ზოგჯერ ხვდებოდნენ, განსაკუთრებული სისასტიკის შემთხვევებში, როცა იზოლირება აუცილებელი იყო.

სრულწლოვნობის მიღწევასთან ერთად, ყველა ჩანაწერი მათ საქმეში არასრულწლოვნობის დროს ჩადენილი ქმედებების შესახებ ქრებოდა, რათა საზოგადოებაში ინტეგრაცია არ გაძნელებოდათ.

ამ ყველაფერზე დღეში (!) ერთ არასრულწლოვანზე 350 ევრომდე ხარჯავდნენ. დღეში !!!

ასე როცა რეალურად გინდა არასრულწლოვნოს გადარჩენა და ინტეგრაცია-წერს ზვიად კორძაძე.

banner
წინა სტატიაშიირმა ინაშვილი ახალგაზრდებს მიმართავს
შემდეგი სტატიაგიორგი ვაშაძისა და კიდევ ხუთი პირის სასამართლო პროცესი დღეს გაგრძელდება