გიორგი ვაშაძე-უკიდურესად შემაშფოთებელია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მომხდარი სისხლიანი დაპირისპირება

უკიდურესად შემაშფოთებელია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მომხდარი სისხლიანი დაპირისპირება, რომელსაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დარწმუნებული ვარ, რომ სიტუაციის ესკალაცია ან ფართომასშტაბიანი ქმედებები არც ერთი მხარის ინტერესებში არ შედის, – ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

გიორგი ვაშაძე, სტრატეგიულ პარტნიორებს პროცესში ჩართლობისკენ მოუწოდებს.

„იგი წლებია სომხეთის მოკავშირედ გვევლინება, თუმცა შეიარაღებას აწვდის აზერბაიჯანს – ეს არის ის ორმაგი თამაში, რომელიც უკვე გამოიარა საქართველომ.

აქედან გამომდინარე, მოვუწოდებ ყველა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს მაქსიმალური ჩართულობისკენ, რათა თავიდან იქნეს აცილებული მორიგი სამხედრო დაპირისპირება, რომელიც სავალალო შედეგების მომტანი იქნება არა მარტო ამ ორი ქვეყნისთვის, არამედ განვითარების საშუალებას დაუკარგავს მთელ სამხრეთ კავკასიის რეგიონს” , – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიყაზბეგის გამზირზე სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა
შემდეგი სტატიახმაური ზუგდიდის სასამართლოსთან-გაუპატიურების მცდელობისთვის დაკავებული პირის ოჯახის წევრები აქციას მართავენ