ყაზბეგის გამზირზე სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა

საბურთალოს რაიონში, ყაზბეგის გამზირი N 11-სა და N 13-ის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა.

სამუშაოების შედეგად, 1 200 კვ.მ ფართობზე მოეწყო გარე განათების სისტემა, განთავსდა სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. ასევე, მოეწყო ბავშვთა გასართობი სივრცე, დამონტაჟდა გარე ტრენაჟორები და ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოები ჩატარდა.

დასრულებული სკვერი საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ დავით უთმელიძესთან ერთად დაათვალიერა.

„საბურთალოს რაიონში კიდევ ერთი ლამაზი და გამწვანებული სივრცის რეაბილიტაცია დასრულდა. სკვერში ბავშვებისა და მოზრდილების დასასვენებლად უკვე ყველა პირობაა შექმნილი. ჩვენ მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ მსგავსი სკვერების მოწყობას და რაიონს კიდევ არაერთი კეთილმოწყობილი დასასვენებელი სივრცე შეემატება“, -განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

სამუშაოები, საბურთალოს რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „გრინსერვისი+“ განახორციელა. სკვერის მოწყობისთვის ბიუჯეტიდან 208 334 ლარი გამოიყო.

banner
წინა სტატიაშიზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა საბურთალოს რამდენიმე გამზირსა და ქუჩას მოიცავს
შემდეგი სტატიაგიორგი ვაშაძე-უკიდურესად შემაშფოთებელია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მომხდარი სისხლიანი დაპირისპირება