ხმაური ზუგდიდის სასამართლოსთან-გაუპატიურების მცდელობისთვის დაკავებული პირის ოჯახის წევრები აქციას მართავენ

ხმაურია ზუგდიდის რაიონულ სასამართლოსთან- ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ,გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით დაკავებული შშმ პირის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. 

სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, დაკავებულის ოჯახის წევრები და ნათესავები საპროტესტო აქციას მართავენ.

ცნობისთვის, გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით, 24 წლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მამაკაცი 26 მაისს დააკავეს.

ბრალდებულს  გამოძიება 22 წლის გოგოს გაუპატიურების მცდელობას ედავება. დაკავებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 19 პრიმა 137-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც გაუპატიურების მცდელობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვაშაძე-უკიდურესად შემაშფოთებელია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მომხდარი სისხლიანი დაპირისპირება
შემდეგი სტატიარესპუბლიკურმა საავადმყოფომ ოთხი თვის შემდეგ ემერჯენსის მიმართულებით მუშაობა აღადგინა