გიორგი ვაშაძე – „ქართული ოცნება“ ნებისმიერი სისტემით დამარცხებულია

„ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოპოზიციის მიერ გაგზავნილ მოდელთან დაკავშირებით კონსტიტუციასთან მიმართებაში რაიმე პრობლემა რომ ყოფილიყო, ეუთო/ოდირი ამას დაწერდა, როგორც მოლდოვას შემთხვევაში გააკეთა.

ამ კომენტარით ვაშაძემ უპასუხა „ქართული ოცნების“ წევრებს, რომლებიც ამბობენ, რომ ოპოზიციის კანონპროექტის კონსტიტუციურობის დადგენის საკითხზე ეუთო/ოდირს არ უმსჯელია, ვინაიდან ეს არ არის მათი პრეროგატივა.

ვაშაძე „ქართულ ოცნებას“ ტყუილში ადანაშაულებს. ამასთან, ვაშაძე ამბობს, რომ მზად არიან, ეუთო-ს დასკვნაში მოცემული ექვსივე რეკომენდაცია გაითვალისწინონ.

„ევქსი რეკომენდაცია აქვს ეუთო-ს, ჩვენ მზად ვართ, ექვსივე გავითვალისწინოთ. რომ ყოფილიყო კონსტიტუციასთან მიმართებაში პრობლემა, ის ამას დაწერდა, ისევე როგორც მოლდოვაზე დაწერა ამის შესახებ. შესაბამისად, „ოცნების“ სტრანდარტი რა არის, მათ უნდათ ყოველთვის თეთრი შავად გაასაღონ, ორჯერ ორზე თქვან, რომ ოთხი არ არის. ეს მათი ტყუილების სტანდარტია, სწორედ ამიტომ იღებენ სილას სილაზე საერთაშორისო ასპარეზზე – კონგრესი, სენატი, ევროპარლამენტი, ევროსაბჭო, ინსტიტუცია არ დარჩა, რომელიც ფაქტობრივად მათ ამ აბსურდულ პოზიციებს ნეგატიურად არ აფასებს“ ,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვაშაძე მმართველ პარტიას ურჩევს, ეუთო/ოდირის დასკვნა კარგად წაიკითხონ.

„მე მათ ვურჩევ – კარგად წაიკითხეთ, გონს მოეგეთ, კანონი პარლამენტშია, ჩვენ მზად ვართ, ყველა ეს რეკომენდაცია გავითვალისწინოთ, დავარეგისტრიროთ ეს ყველაფერი და დავიწყოთ ნირმალური პროცესი, საარჩევნო კამპანია“ ,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიავტომობილების გაქურდვისთვის ორი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაინფექციურ საავადმყოფოს შანხაიდან დაბრუნებულმა ახალგაზრდა ქალმა მიმართა