გიორგი ვაშაძე პრემიერს – საოცრად მძიმე იყო თავის შეკავება, როცა თქვენ გისმენდით, იაფფასიანი, ყავლგასული იყო ყველა არგუმენტი – არცერთი გზავნილი არ გქონდათ ევროპელი პარტნიორების მიმართ

როგორი რთული საყურებელი იყო ის სიცილი, ის ტაშის დაკვრა, რასაც ვხედავდით უმრავლესობის მხრიდან ამ იაფფასიან რიტორიკაზე. სად არის აქ, ქართველი ხალხი, საქართველოს ეროვნული ინტერესები? თქვენს გამოსვლაში სად არის ჩვენი ევროპული მისწრაფებები? – ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომელმაც დეპუტატებს წლიური ანგარიში წარუდგინა.

ვაშაძის თქმით, პრემიერს ევროპარლამენტის მიმართ არ ჰქონია ერთი გზავნილიც კი, მაგრამ გზავნილი ჰქონდა ბიძინა ივანიშვილის მიმართ.

„ბატონო ირაკლი, საოცრად მძიმე იყო თავის შეკავება. როდესაც თქვენ გისმენდით, როგორი უადგილო, იაფფასიანი, ყავლგასული იყო ყველა ის არგუმენტი, რასაც ვისმენთ თქვენი მხრიდან. ეს არის პასუხი იმ რეალობაზე, რა მძიმე რეალობაშიც დღეს ქვეყააა. თქვენ ინდექსების კორიანტელი დააყენეთ, ათასი ინდექსი მოყევით. მე გეტყვით ერთ მთავარ ინდექსს- რეგიონშიც და მსოფლიოშიც პირველი ვართ ერთ ინდექსში, ეს არის ოლიგარქიის ინდექსი. სამწუხაროდ, დღეს, თქვენ არცერთი გზავნილი არ გქონდათ ჩვენი ევროპელი პარტნიორების მიმართ, რომლებმაც ისტორიული გადაწყვეტილება უნდა მიიღონ ხვალ-ზეგ, არცერთი გზავნილი ქართველ ხალხის მიმართ, რას აპირებთ და მხოლოდ გზავნილი ოლიგარქისთვის. ამით თქვენ, კიდევ ერთხელ დაამტკიცეთ, რომ დიახ, საქართველოში არის ოლიგარქიული რეჟიმი პერსონალურად თქვენ და ასევე ყველა ხართ ამ რეჟიმის დამცველები. როგორი რთული საყურებელი იყო ის სიცილი, ის ტაშის დაკვრა, რასაც ვხედავდით უმრავლესობის მხრიდან ამ იაფფასიან რიტორიკაზე. სად არის აქ, ქართველი ხალხი, საქართველოს ეროვნული ინტერესები? თქვენს გამოსვლაში სად არის ჩვენი ევროპული მისწრაფებები. გკითხეთ, რის გაკეთებას აპირებთ-მეთქი, დეოლიგაქრიზაციით დაწყებული სასამართლოს დეკრიმინალიზაციით დამთავრებული და პასუხი არის ეს რიტორიკა – ერთი და იგივე იაფფასიანი რიტორიკა, რაც ქართველ ხალხს 10 წელია ყველგან ესმის. სწორედ ის ათობით ათასი ადამიანი რუსთაველის გამზირზე მივიდა იმიტომ, რომ თქვენი ტყუილების აღარ სჯერა“, – მიმართა გიორგი ვაშაძემ პრემიერს.

banner
წინა სტატიაშიდასაკლავად განწირული გოჭის ჭყვიტინს მაგონებდა – სამადაშვილის პასუხი ღარიბაშვილს
შემდეგი სტატიაანი წითლიძე ირაკლი ღარიბაშვილს – 10 წლის განმავლობაში ვერ გაიზარდეთ და დარჩით ბიძინა ივანიშვილის საქაღალდეების დამტარებელ პატარა ბიჭად