ანი წითლიძე ირაკლი ღარიბაშვილს – 10 წლის განმავლობაში ვერ გაიზარდეთ და დარჩით ბიძინა ივანიშვილის საქაღალდეების დამტარებელ პატარა ბიჭად

ბატონო პრემიეროთი აღარ მოგმართავთ, რადგან თქვენ არ ხართ ჩემი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი – როგორც ჩანს, 10 წლის განმავლობაში ვერ გაიზარდეთ და დარჩით ბიძინა ივანიშვილის საქაღალდეების დამტარებელ პატარა ბიჭად , – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ანი წითლიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის წარმოადგენს პარლამენტში.

დეპუტატის განცხადებით, 10 წლის განმავლობაში ხელისუფლება მიზანმიმართულად ანგრევდა სახელმწიფო სტრუქტურებს, რომ საქართველოს არ მიეღო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.

„ბატონო პრემიეროთი” აღარ მოგმართავთ, იმიტომ რომ თქვენ არ ხართ ჩემი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. თქვენ ხართ რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის დანიშნული პრემიერ-მინისტრი, რომელსაც არაფერს გეკითხებიან. გასრულებინებენ, მხოლოდ შავ დავალებებს.

10 წლის განმავლობაში თქვენი პოლიტიკა იყო ის, რომ ჩვენ დღეს ვმდგარიყავით ამ რისკის ქვეშ, რომ დავკარგოთ ეს ისტორიული შანსი გავხდეთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა. 10 წლის განმავლობაში მიზანმიმართულად ანგრევდით სახელმწიფო სტრუქტურებს, ყველაფერს აკეთებდით, რომ მივსულიყავით, სწორედ, ამ პოზიციამდე. დღევანდელი თქვენი გამოსვლით, კიდევ ერთხელ დავინახეთ ის, რომ თქვენი რუსი ოლიგარქი ივანიშვილი კუთხეშია მიმწყვდეული, რომელიც შიშით ელოდება თუ რა მოუვა პუტინს. კარგად იცის ის რომ, რაც მოუვა პუტინს პირდაპირ იმოქმედებს მასზე.

როგორც ჩანს, 10 წლის განმავლობაში ვერ გაიზარდეთ და დარჩით ბიძინა ივანიშვილის საქაღალდეების დამტარებელ პატარა ბიჭად“,- განაცხადა წითლიძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვაშაძე პრემიერს – საოცრად მძიმე იყო თავის შეკავება, როცა თქვენ გისმენდით, იაფფასიანი, ყავლგასული იყო ყველა არგუმენტი – არცერთი გზავნილი არ გქონდათ ევროპელი პარტნიორების მიმართ
შემდეგი სტატიაფინეთის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი – ფინეთი რუსეთის მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში, მზად არის, ებრძოლოს