დასაკლავად განწირული გოჭის ჭყვიტინს მაგონებდა – სამადაშვილის პასუხი ღარიბაშვილს

პრემიერმინისტრის გამოსვლა არ ვიცი, მაგრამ დასაკლავად განწირული გოჭის ჭყვიტინს მაგონებდა ამ ადამიანის დღეს აქ საუბარი – ასე პასუხობს “ლელოს” დეპუტატი სალომე სამადაშვილი, პრემიერ ღარიბაშვილის, რომელმაც დეპუტატი “ქვეყნის მოღალატედ” გამოაცხადა.

“განრისხებულია მისი პატრონი, ბატონი ბიძინა, უკიდურესად განრისხებულია. რეალურად რაც მოხდა, საზოგადოებამ რომ გაიგოს, აი ეს ადამიანი [ღარიბაშვილი] ჩავიდა ბრიუსელში იმის წინ აქ რომ მოვიდა და მორიგ ჯერზე ბევრი ტყუილი, რომ გვესაუბრა. მაშინ ვკითხე რომ გაეცნო საზოგადოებისთვის იმ პრობლემების სია, რომელიც გადასცეს მას ევროკავშირში და უთხრეს, რომ ეს თუ არ მოგვარდება, კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ქვეყანა ვერ მიიღებს. მან განაცხადა, რომ ეს არის სიცრუე და არანაირი სია არავის არ მიუცია, ოღონდ ეს სია გამოაქვეყნა თავად ევროკომისიამ და ხვალ დაამტკიცებს ევროპული საბჭო. ოღონდ აქ ერთი პრობლემაა, ამ სიაში ბიძინა ივანიშვილის სანქცირება და ის, რომ დემონტაჟი უნდა მოხდეს ოლიგარქიული რეჟიმის ქვეყანაში, არ იყო ამ ჩამონათვალში სანამ, ბატონი ღარიბაშვილი არ ჩავიდა ბრიუსელში და რომ დაბრუნდა, როგორც თქვენსავე არჩეულმა პრეზიდენტმა, ქალბატონმა ზურაბიშვილმა დაადასტურა. ისე მოახერხეთ ყველამ ერთად, რომ ახლა დღეს ბატონი ბიძინა არის თქვენზე გარისხებული, ამიტომ ჭყვიტინებთ, ამიტომ დადგით დღეს აქ ეს სპექტაკლი და ამას ყველაფერს გასცემს პასუხს ქართველი ხალხი, 160 ათასი ხომ გამოვიდა რამდენიმე დღის წინ. ” – თქვა სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიალუდა ღუდუშაური „ნაცმოძრაობას“ – როგორ მიგყავდათ ქვეყანა ევროპისკენ, ციხეებში გაუბედურებული ხალხით? თქვენი ევროპელობა არ გაიშვა, თქვენ ევროპაში კი არა, არსად არ მიგიღებდნენ
შემდეგი სტატიაგიორგი ვაშაძე პრემიერს – საოცრად მძიმე იყო თავის შეკავება, როცა თქვენ გისმენდით, იაფფასიანი, ყავლგასული იყო ყველა არგუმენტი – არცერთი გზავნილი არ გქონდათ ევროპელი პარტნიორების მიმართ