გიორგი ვაშაძე „ევროპული საქართველოს“ შეთავაზებაზე – მზად ვართ ყველა ტიპის კოორდინაციისთვის

მზად ვართ ყველა ტიპის კოორდინაციისთვის, შეიქმნას ოპოზიციური ძალების საერთო შტაბი იმისთვის, რომ მეორე ტურში საბოლოო გამარჯვება მოვიპოვოთ, – ამის შესახებ „ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე “ევროპული საქართველოსთან” ურთიერთთანამშრომლობასთან დაკავშირებული შეთავაზების საპასუხოდ განაცხადა.

გიორგი ვაშაძის თქმით, გაერთიანებული ოპოზიცია კოორდინაციისთვის მზად არის.

„მინდა გამოვეხმაურო „ევროპული საქართველოს” ინიციატივას. კი ბატონო, მზად ვართ ყველა ტიპის კოორდინაციისთვის, რომ ოპოზიციური ძალების საერთო შტაბი შეიქმნას იმისთვის, რომ საბოლოო გამარჯვება მოვიპოვოთ მეორე ტურში. ამაზე აუცილებლად გვექნება კონსულტაციები მათთანაც, სხვა პოლიტიკურ პარტიებთანაც, ვისთანაც პირდაპირი კომუნიკაცია გვაქვს და ვფიქრობთ, რომ ყველა გავერთიანდეთ, ერთად დავდგეთ და მეორე ტურში საერთო გამარჯვება მოვიპოვოთ ამ არჩევნებში”,- აღნიშნა მან.

მისივე თქმით, ცესკო-ს არჩევნების შედეგები ვებ-გვერდზე მანიპულაციურად შეაქვს, ანუ ოქმებისა და ელექტრონულ ბაზაში შეტანილი მონაცემები სავარაუდოდ, ერთმანეთისგან განსხვავდება და თითოეულ ამ ფაქტზე რეაგირებას მოახდენენ.

banner
წინა სტატიაში,,გამოჩნდა, რომ ამომრჩევლისთვის მიუღებელია მთავარსარდალი, რომელიც საკუთარ ქვეყანას აბრალებს ომის დაწყებას”
შემდეგი სტატიაპარლამენტის ბიურო ფსიქო-თერაპიულ კაბინეტს დაემსგავსა – ოპტიმისტურ განცხადებებს აკეთებთ, მაგრამ ისევ იმ ძველი რიტორიკის ტყვეობაში დარჩით