,,გამოჩნდა, რომ ამომრჩევლისთვის მიუღებელია მთავარსარდალი, რომელიც საკუთარ ქვეყანას აბრალებს ომის დაწყებას”

გამოჩნდა, რომ ქართველი ამომრჩევლისთვის მიუღებელია მთავარსარდალი, რომელიც საკუთარ ქვეყანას აბრალებს ომის დაწყებას, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ქართველი ამომრჩეველი ბევრად უფრო საღად და პატრიოტულად უყურებს მოვლენებს, ვიდრე ეს ხელისუფლებას ეგონა.

„გამოჩნდა, რომ სალომე ზურაბიშვილი არის კანდიდატი, რომელიც მიუღებელია ჩვენი ამომრჩევლისთვის. გამოჩნდა, რომ ქართველი ამომრჩეველი ბევრად უფრო საღად და პატრიოტულად უყურებს მოვლენებს, ვიდრე ეს ხელისუფლებას ეგონა. გამოჩნდა, რომ ქართველი ამომრჩევლისთვის მიუღებელია მთავარსარდალი, რომელიც საკუთარ ქვეყანას აბრალებს ომის დაწყებას”, – განაცხადა ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, რომ ცესკო-ს მიერ დათვლილი უბნების თითქმის 100%-ის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 38,63%, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ – 37,74 % მიიღო.

banner
წინა სტატიაშიდავით ზალკალიანი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს ელმარ მამედიაროვს შეხვდა
შემდეგი სტატიაგიორგი ვაშაძე „ევროპული საქართველოს“ შეთავაზებაზე – მზად ვართ ყველა ტიპის კოორდინაციისთვის