გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ აქვს დეტალურად გაწერილი გეგმა, რომლითაც შესაძლებელია ქვეყანაში არსებული პრობლემების მოგვარება

ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ წევრმა, გიორგი ვაშაძემ ქვეყანაში არსებული პრობლემების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ აქვს დეტალურად გაწერილი გეგმა, რომლითაც შესაძლებელი იქნება ქვეყანაში ეკონომიკური პრობლემების მოგვარება.

„ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდს, გვაქვს დეტალურად გაწერილი გეგმა, რომლითაც ვამბობთ, რომ ნომერ პირველი პრობლემაა უმუშევრობა და იმისათვის, რომ შევქმნათ სამუშაო ადგილები, ქვეყანაში უნდა განვითარდეს წარმოება, ინდუსტრიული პარკების კუთხით. საქართველო უნდა იქცეს რეგიონის ტექნოლოგიურ დედაქალაქად, უნდა განვითარდეს სოფლის მეურნეობა და ტურიზმი უნდა შევიდეს ყველა ქალაქში, რაიონსა და სოფელში. ჩვენ ამის კონკრეტული გეგმები გვაქვს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ და პრემიერ-მინისტრს სამი თხოვნით მიმართა.

პირველი, რომ პენსიონერს ჰქონდეს საბანკო მომსახურებისთვის ბანკის შერჩევის თავისუფლება, რითაც, მისი აზრით, სესხის პროცენტი შემცირდება; ყვითელი სამარშრუტო ტაქსების მძღოლების ხელფასების გაზრდის საკითხი, რაც ლურჯ სამარშრუტო ტაქსებზე გადასვლის შემდეგ შეუმცირდათ და ასევე, ჭიათურის ეკოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებული საკითხი. დეპუტატი მიიჩნევს, რომ მდინარე ყვირილას გასაწმენდად ქართული ტექნოლოგია უნდა დაინერგოს. გიორგი ვაშაძემ პრემიერ-მინისტრს მიმართა, რომ ეს საკითხი პირად კონტროლზე აიყვანოს.

banner
წინა სტატიაშიზაალ უდუმაშვილი: ასე გაგრძელება არ შეიძლება, ეს უნდა შეიცვალოს
შემდეგი სტატია“იუნესკოს” ექსპერტების გელათში ვითარებას “არასახარბიელოს” უწოდებენ