“იუნესკოს” ექსპერტების გელათში ვითარებას “არასახარბიელოს” უწოდებენ

ვითარება არასახარბიელოა – ასე აფასებენ იუნესკოს ექსპერტები გელათში არსებულ ვითარებას. ისტორიულ სამონასტრო კომპლექსში იუნესკოს ექსპერტებმა მუშაობა დაასრულეს.

ერთი კვირის განმავლობაში მათ როგორც ტაძრის შიგნით, ასევე სახურავზე არსებული მდგომარეობა შეისწავლეს.

კულტურის მინისტრის მოადგილის კახა სიხარულიძის განმარტებით, სერიოზული პრობლემები გამოიკვეთა კედლის მხატვრობასა და ფერწერასთან, ასევე გადახურვასთან დაკავშირებით. მისივე განმარტებით, სპეციალისტების იტალიაში დაბრუნებისთანავე ლაბორატორიული ანალიზების ჩატარების შემდეგ ექსპერტები დასკვნას და რეკომენდაციებს გადმოაგზავნიან. სწორედ ამის შემდეგ სამინისტრო შემდგომ ნაბიჯებს დაგეგმავს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ აქვს დეტალურად გაწერილი გეგმა, რომლითაც შესაძლებელია ქვეყანაში არსებული პრობლემების მოგვარება
შემდეგი სტატიახმაური პარლამენტში- ხაზარაძე, ვოლსკი და ჯაფარიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ